|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთწლიანი სატელეფონო შეფერხება და კომუნიკაციის პრობლემა ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მერიაში ხაზის ტელეფონი კვლავ გაუმართავია. მოქალაქეები მერიის ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ. 

ადგილობრივების თქმით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა თვითმმართველობას მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ და პრობლემებზე მიაწოდონ ინფორმაცია. 

მერიის ოფიციალურ გვერდზე მითითებული ცხელი ხაზზე ამ დრომდე შეფერხებაა. მერიაში გვპასუხობენ, რომ ახალი ტელეფონები რამდენიმე დღის წინ დაიდგა და შეფერხებით მუშაობს.

"ცოტა ხნის წინ დაგვიდგეს ახალი ტელეფონი, მაგრამ შეფერხებაა, ხან მუშაობს, ხან არა, როგორც გვეუბნებიან, მალე გამოსწორდება. რაც შეეხებათ მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ მობილურის ნომერზე დაგვიკავშირდნენ", - გვპასუხობენ მერიის ცხელ ხაზზე. 

მერიაში სატელეფონო მომსახურების ერთწლიან პრობლემაზე საუბრობს ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ მერიამ პრობლემა ვერ მოაგვარა, რის გამოც მოქალაქეები ზარალდებიან.

"ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი თავმოუბმელი არის მერია. ტელეფონების პრობლემა ვერ მოგვარდა. ერთი წელია, ტელეფონი არაა ჩართული და მოქალაქეები ვერ უკავშირდებიან დეპუტატებს, შეუძლებელია საშვის დაშვება და მხოლოდ მობილური კომუნიკაცია, რაც ართულებს საქმეს. ქუთაისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი,  ვერ გათვალა და მოაგებინა ისეთ კომპანიას რომელმაც ვერ უზრუნველყო ქსელის გამართულად მუშაობა.  წელს ისევ გამოაცხადეს ტენდერი, თუმცა  დღემდე მერიაში ტელეფონები გამართული არაა და აქედან გამომდნარე, ეს აფერხებს მოქალაქეებთან  დაკავშირებას", -განაცხადა გიგა შუშანიამ. 

საქალაქო ტელეფონის მომსახურების შესასყიდად თვითმმართველობამ 6 990 ლარიანი ტენდერი მიმდინარე წლის 16 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს  "ახალი ქსელებმა" მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ  მერიასა და საკრებულოში სატელეფონო მომსახურეობა 5 607 ლარის სანაცვლოდ უნდა უზრუნველყოს.  

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის გენადი კუჭუხიძის განმარატებით, სამუშაოები მიმდინარეობს და ტელეფონები შეფერხების გარეშე მუშაობს.

"გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "დატა კომ"-თან გვქონდა პრობლემები, წელს ტენდერში "ახალმა ქსელებმა" გაიმარჯვა. სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება ნუმერაციაც, ალბათ, არის გარკვეული შეფერხება, მაგრამ სამ დღეში სრულად ამოქმედდება. ზოგჯერ, ცუდ ამინდებში ითიშება ხოლმე ფიდერი და შეიძლება, ამიტომაც არის შეფერხებაც. რაც შეეხება ცხელ ხაზს, მუშაობს, შეიძლება რამდენიმე მოქალაქე უკავშირდება ერთდროულად და ამ შემთხვევაში აქვთ პრობლემა", - განაცხადა გენადი კუჭუხიძემ. 

ქუთაისის მერიას გადაუხდელობის გამო საქალაქო ტელეფონები გაეთიშა?

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა