|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის პოსტზე მირზა მამასახლისის კანდიდატურა განიხილება

ქუთაისის მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის მომავალი უფროსის ვინაობა სახელდება. როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი, პოსტზე მირზა მამასახლისის კანდიდატურა განიხილება.

ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს მირზა მამასახლისი. როგორც "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, მან არსებულ ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა, თუმცა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"ვაკანსიაზე განაცხადი გავაგზავნე. უკვე გვქონდა გასაუბრება და ველოდები გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვადასტურებ, რომ მაქვს სურვილი საჯარო სამსახურში დავბრუნდე და ქალაქს ვემსახურო", - აცხადებს მირზა მამასახლისი. 

მირზა მამასახლისი პროფესიით იურისტია.  ის გასულ წლებში ვიცე-მერ იუზა უგულავასთან ერთად გუბერნიაში მუშაობდა. ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მუშაობს.

მერიის ინფორმაციით, ეკონომიკის სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოსტზე განაცხადი ხუთმა აპლიკანმტა შეიტანა. მათთან გასაუბრება უკვე იყო.  "დღეს შეიკრიბება კომისია, შეარჩევს აღნიშნული კანიდადტებიდან, შერჩეული კი უფროსის პოსტზე ორკვირიან ვადაში დაინიშნება"-განაცხადეს მერიაში.

მერიის ეკონომიკის სამსახურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა უფროსმა გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა. ამ დრომდე ვაკანტურია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტიც. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა