|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის იურისტის წინააღმდეგ შესული საჩივარი საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საოლქო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

საოლქოს ინფორმაციით, ,,სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე  უარი ეთქვა. 

შეგახსენებთ, საქმე ეხება  ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, შესაძლო, საარჩევნო კოდექსის დარღვევას.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  ირაკლი გიორგაძე ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა და სოციალური ქსელით  სამუშაო საათებში “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ მასალებს აზიარებდა.

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებდა ირაკლი გიორგაძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი