|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახია ბრუნდება

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახია ბრუნდება. ინფორმაციას "ნიუპრესთან" საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს აუდიტის სამსახურის უფროსი. მისი თქმით, ოფიციალური პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. დიახ, კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გასაუბრებაც იყო, პასუხი ჯერ არ მიმიღია"-განაცხადა ზვაიდ ჯავახიამ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ყოფილ სამსახურში დასაბრუნებლად თავად მიიღო. 

"ჩემი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩავთვალე ის ჩემი მოსაზრებები  და ინიციატივები, რაც მქონდა სრულად, მაღალი სტანდარტით რეალიზდეს. გავაგრძელებ მუშაობას, რომ არ ჩანდეს სადამსჯელო ორგანიზაციად, არამედ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ ყველას, ამადროულად, მოხდეს უკანონობის გამოვლენა", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ზვიად ჯავახია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2017 წელს დაინიშნა, მან პოსტი წელს დატოვა და აუდიტის სამსადურის უფროსად დაინიშნა. 

მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის პოსტზე გამოცხადებულ  ვაკანსიაზე განაცხადი ოთხმა მსურველმა შეიტანა. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა