|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 5 ვაკანსიაზე კონკურსს გამოაცხადებს

ქუთაისის მერიის სოციალური და ეკონომიკური სამსახურების უფროსის მოადგილეებისა და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტის შტატი გაუქმდა. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, პოსტები ვაკანტური იყო და ამიტომ მოხდა მათი გაუქმება. გაუქმებული  3 საშტატო ერთეულის სანაცვლოდ, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს ხუთი ახალი შტატი დაემატა. მათი ანაზღაურება 700 ლარია. მერია ახლადშექმნილ ვაკანსიებზე  კანდიდატებს კონკურსის წესით შეარჩევს. 

 ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამსახურის უფროსების მოადგილის შტატების გაუქმებით სახელფასო ფონდში ეკონომია მოხდება. 

ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ საშტატო ცვლილებით ხარჯების შემცირება მოხდა, რადგან სოციალურ და ეკონომიკური სამსახურების უფროსის მოადგილეების სახელფასო ანაზღაურება 1 500-1 500 ლარს შეადგენდა, მესამე შტატზე კი ხელფასი 900 ლარი იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა