|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მთხოვს"

"ახალი პოლიტიკური ცენტ გირჩი"-ს იმერეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილმა მერიის მიერ მეორედ დაკისრებული 6 000 ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა.
ცამციშვილის თქმით, ცინიკურია მისთვის  ჯარიმის მეორედ დაკისრება. 

 „ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მე მთხოვს, მაშინ როცა  6 თვის განმავლობაში 10 ათასი ლიტრი საწვავი მხოლოდ ქუთაისის მერმა და მისმა ორმა მოადგილემ დახარჯა. ამასთან, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა  მე ერთხელ უკვე გადავიხადე,  ახლა ზიანის ანაზღაურებას მთხოვენ", - განაცხადა ცამციშვილმა. 

 

პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 ოქტომბერს 11:00 ზეა ჩანიშნული.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა