|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა

ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა.- ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.

გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.

ის  მერიის საბინაო სამსახურში მუშაობდა, რომელიც ერთი წლის წინ დატოვა. გიორგი იობაშვილი ამ დრომდე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა