|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის პოსტზე გიორგი გოდაბრელიძის კანდიდატურა განიხილება

ნიუპრესის ინფორმაციით,  ქუთაისის მერის პოსტზე "ევროპული საქართველო" გიორგი გოდაბრელიძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.  პარტიაში ამ დროისათვის კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

 რაც შეეხება გიორგი გოდაბრელიძეს, ის 2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", იყო აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრი -2003–2004წწ.  სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერიაში,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, იყო მინისტრის მოადგილე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ახალი ხელისუფლების პერიოდში გამოძიება მასთან მიმართებაში შეკითხვებით შემოიფარგლა, რაც "თბილსერვის ჯგუფის" საქმეს უკავშირდებოდა. მისივე განმარტებით, იმ პერიოდში, რა პერიოდზეც შეკითხვები აქვს გამოძიებას იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო და გამოძიებამ სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხულიყო. 

"ევროპულ საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ კანდიდატებად ადგილობრივი ლიდერების გარდა "ქუთაისური წარმომავლობის ცენტრალური ფიგურები" განიხილებიან. 

თვითმმართველოს არჩევნების სავარაუდო თარიღად 21-22 ოქტომბერი განისაზღვრა, წინასაარჩევნო კამპანიია ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს დაეწყება. ამ ხნის განმავლობაში პარტიებს შიდა პარტიული გადაწყვეტილებების შეცვლისათვის დრო ჯერ კიდევ რჩებათ.

 

ამ თემაზე: ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ქუთაისში?

ავტორი: ნიუპრესი