|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

41-ე საჯარო სკოლის პედაგოგს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ საპატიო სიგელი გადასცეს

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა გეგუჩაძეს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ საპატიო სიგელი გადასცა.

პედაგოგისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 41-ე საჯარო სკოლაში ქუთაისის მერთან ერთად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და პარლამენტის რეგიონული მართვისა და თვითმმართველობების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი დაესწრნენ.

ლამარა გეგუჩაძე 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. იგი ფიზიკის მასწავლებელია.  ლამარა გეგუჩაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა ქუთაისის 29-ე სკოლიდან დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარტიულ და პროფესიულ თანამდებობებზე. მათ შორის საჯარო სამსახურში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა