|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცა

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა რიჟამაძემ ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N 2 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალებს მიულოცეს. 

ამ დროისათვის დაწესებულებაში სასჯელს 11 ქალი იხდის.

ქალთა დღე ქუთაისის მერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე ქალბატონებსაც მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

[R]

ავტორი: ნიუპრესი