|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა მხატვრები დააჯილდოვა

ქუთაისი მერი ადგილობრივ მხატვრებს შეხვდა და საიუბილეო თარიღი მიულოცა.  მერიამ 60 წლამდე ასაკის მხატვრებს მადლობის სიგელი და თითოეულს 1200 ლარი გადასცა. ქალაქის მერმა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხუთი წევრი დაასაჩუქრა.

"ქუთაისის მერია ყოველწლიურად აწყობს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. ჩვენ მხატვრებს, რომლებსაც მრგვალი თარიღი შეუსრულდებათ,  ვაჯილდოვებთ ხოლმე სამადლობელ წერილებით და მცირეოდენი ფულად ჯილდოებით. ასევე ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ მათი ნამუშევრების გამოფენებს, რომელიც ვარლაში დღეს ტარდება", -  აღნიშნა ქალაქის მერმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯილდო ჯეირან ფაჩუაშვიილს, ვალერიან მეძმარიაშვილს, აკაკი კიკვაძეს, მერაბ ვალიკოვსა და თემურ ძიძიგურს გადაეცა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა