|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა რუსთაველისა და ტაბიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ, რუსთაველის გამზირისა და ტაბიძის ქუჩის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

რუსთაველის გამზირზე, ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, წყალმომარაგების კომპანია მუშაობს, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს ამონტაჟებს. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის გზის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.

აქტიურად მიმდინარეობს, ასევე, ტაბიძის ქუჩის სამუშაოები. წესრიგდება სანიაღვრე, საფეხმავლო ბილიკები და გზის საფარი, აქვე პარალელურად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი. ტაბიძის ქუჩის პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯეო სერვისი" ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სამუშაოების გამო აღნიშნულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია, გადაადგილება შესაძლებელია მიმდებარე ქუჩების გავლით.

 

 [R]

ავტორი: ნიუპრესი