|
  • EUR 1 = GEL 3.0916
  • USD 1 = GEL 2.6258
|

ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილი ქუთაისელები დააჯილდოვა

ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილი ქუთაისელები დააჯილდოვა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლის გამო სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

"ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები“ მერი ფაჩუაშვილს, ნანული კაკაურიძეს, ქეთევან უკლებას და მერაბ გრიგოლაშვილს გადაეცათ. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მათ მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ქუთაისის განვითარებაში მიუძღვით.

"პატივგების კომისიის გადაწყვეტილების თანახმად,   ოთხ ადამიანს, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ქალაქის წინაშე, გადავეცით სიგელები. მადლობა გადავუხადეთ იმ ღვაწლისათვის, რაც ქალაქის წინაშე აქვთ. ჩვენი ვალია დავაფასოთ და პატივ ვცეთ მათ.  მიხარია, რომ ისინი გახარებულები არიან", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

ღვაწლმოსილმა მოქალაქეებმა მერიას დაფასებისათვის მადლობა გადაუხადეს. მერაბ გრიგოლაშვილმა მერს სიმბოლურად კალამი გადასცა. მან  შოთა მურღულია მეორე ვადით ქუთაისის მერობა უსურვა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი