|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა წყალწითელას მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარში ძველით ახალი წელი ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა. მერიის ინფორმაციით, თავშესაფრის ბენეფიციარებს ქუთაისის მერმა საახალწლო ნუგბარი და საჩუქრები მიუტანა. გიორგი ჭიღვარიამ ხანდაზმულებთან ერთად სადღესასწაულო ტორტიც გაჭრა და განაცხადა, რომ თავშესაფარში ვიზიტი ტრადიციად იქცევა.

მოხუცთა თავშესაფარში, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხი ნიჟარაძეც იმყოფებოდა. 

ქალაქის მერი ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემასაც გაეცნო და აღნიშნა, რომ პანსიონატში მისასველი გზა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მალე მოწესრიგდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა