|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატმა უსაფრთხოების კუნძული თვითნებურად დაანგრია [VIDEO]

ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ნიკეაზე ახლად რეაბილიტირებულ გზაზე  უსაფრთხოების კუნძული თვითნებურად დაანგრია.

 საარჩევნო ბლოკის"დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატის განცხადებით, უსაფრთხოების კუნძული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.

"არასწორად გააკეთეს კუნძული, უსაფრთხოების ნაცვლად საფრთხეს ქმნის, ათობით მანქანა დაიმტვრა, ახლა მე თვითონ დავანგრევ ამას, არ შეიძლება ხელისუფლება ასე ექცეოდეს საკუთარ მოსახლეობას", -განაცხადა გოგი წულაიამ. საავარიო სიტუაციებზე საუბრობენ მძღოლები, რომელთაც განცხადებითაც, ავარია ხშირად ხდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირებლო მისიის წარმომადგნელები.

წულაიამ აქციის დაწყებამდე  გამოიძახა საპატრულო პოლიცია, თუმცა ადგილზე არცერთი ეკიპაჟი მოსულა.

შეგახსენებთ, ნიკეას ქუჩის სამუშაოებზე  7 698 556 ლარი დაიხარჯა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი