|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანდიდატები, რომლებმაც დეკლარაციაში ბიზნესწილები სრულად არ მიუთითეს

იმერეთის მუნციპალიტეტებიდან მერობის 3 კანდიდატს ქონებრივ დეკლარაციაში  სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სრულად არ ჰქონდა ინფორმაცია მითითებული. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა ლელა მოწონელიძემ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

 კანდიდატებს შორის არიან: "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, ასევე მმართველი გუნდის  ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე, რომელსაც  ქონებრივ დეკლარაციაშია მხოლოდ რამდენიმე კომპანია აქვს მითითებული და წყალტუბოს მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა საღარეიშვილი. ასევე ქონებრივი წილები დეკლარაციაში არ მიუთითა ხარაგაულის საკრებულოს წევრობის "ქართული ოცნებიდან" კანდიდატმა მანანა ბარბაქაძემ.

ლელა მოწონელიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატებს სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის უფლება აღარ ექნებათ.
„მერობის 3 კანდიდატს ქონებრივ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, გამარჯვების შემთხვევაში კი, მათ საერთოდ აღარ ექნებათ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვისა და მონაწილეობის უფლება“-აღნიშნა მოწონელიძემ.

იმერეთიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"ს 12- დან 6 მერობის კანდიდატს ბიზნესთან მჭიდრო შეხება აქვს. 

73 მაჟორიტარი კანდიდატიდან მხოლოდ 5 ქალია დასახლებეული პარტიულ სიებში კი 20 ქალი ფიქსირდება.

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან წარდგენილ მერობის კანდიადტებს შორის 3 მოქმედი გამგებელია  . რაც შეეხება შემოწირულობებს ყველაზე დიდი ოდენობის თანხა  90 000  ლარი საკუთარ პარტიას ზესტაფონის მერობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ შეწირა. მეორე ადგილს კი თერჯოლის მერობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან ხვიჩა წკეპლაძე იკავებს, რომელმაც პატრიოტთა ალიანსს 89 234 ლარი შეწირა.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე