|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები სექტემბერში რეაბილიტირებიულ შენობაში შევლენ"

 ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის შენობის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, გადაწყვტილება სავარაუდოდ, ერთ თვეში იქნება მიღებული.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვეა ვაჟღერებთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობის უმწვავესი პრობლემა უნდა გადაიჭრას უახლოეს პერიოდში. მადლობას ვუხდი იმერეთის გუბერნატორს, შავლეგო ტაბატაძეს და ქუთაისის მერიას, რომ უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები ალტერნატიული შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეში უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული და არა მხოლოდ ახალი შენობა გადაეცემა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, არამედ სექტემბრისთვის ბავშვები შეძლებენ უკვე გარემონტებულ ახალ შენობაში გადასვლას და მათთვის საინტერესო მიმართულებებით სწავლის გაგრძელებას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა ქუთაისის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები - გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე, დეპუტატი გივი ჭიჭინაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  დავით გორდულაძე, ასევე  ქუთაისის მერის მოადგილეები - იუზა უგლავა და ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.

 შეგახსენებთ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები ავარიულ შენობაში იმყოფებიან. საკითხი არაერთხელ გააჟღერა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.   მარიამ ჯაშის ჩართულობის შედეგად, შესაძლოა სასახლეს, ქუთაისში პროკურატურის ყოფილი  შენობა გადაეცეს. სასახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა ქუთაისის ბიუჯეტს განსაზღვრული აქვს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რომელი შენობის რეაბილიტაცია მოხდება. 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა