|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

55 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ [Video]

ქუთაისში 55 წლის მამაკაცის  გარდაცვალებაში დ. ნაზარიშვილის სახელობის #1 პოლიკლინიკის პერსონალს ადანაშაულებენ.  ოჯახის ახლობლები გარდაცვალების მიმეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.

როგორც "ნიუპრესს" გარდაცვლილის დედამ ნანი  გოგლიჩიძემ განუცხადა, მისი შვილი გაციების გამო პირველ პოლიკნილიკაში მიიყვანა, ექიმებმა მას სინჯი გაუკეთეს, რის გამოც პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა.

"სოფელში ვიყავით მე და ჩემი შვილი, ვმუშაობდით რაღაც თავს შეუძლოდ გრძნობდა, ყელი ტკიოდა, ტემპერატურაც ქონდა წამოვედით ექიმთან, ვუთხარი სინჯი გაიკეთე-თქო. ექთანმა გაუკეთა სინჯი და 5 წუთში მომიკლეს შვილი. თავისი ფეხით მისული კლინიკაში, სკამიდან ვეღარ ადგა, გაუშავდა ხელები, სახე, ფრჩხილები, ვყვიროდი, სასწრაფო გამოვიძახოთო, მითხრეს, რომ სასწრაფო დაგვიანებული იყო, ამის შემდეგ კარდიოგრამა გადაუღეს და მითხრეს,  რომ გული არაფერ შუაშიაო, თურმე ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. 5 წუთში დაილია სული ამხელა კაცმა",- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

მომხდარის შემდეგ ნერვიულობის გამო გარდაცვლილის დას ინფაქტი მოუვიდა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ოჯახს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ, ისინი  დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

 

ფაქტთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორს მერაბ კვიცარიძეს დავურეკეთ. ჩვენთან საუბარში მან განაცხადა, რომ ის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და ამ დროისთვის უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს.

კლინიკაში კარდიოლოგ მამუკა ხურციძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამ დროისთვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც არის. მისი თქმით, პაციენტ  გოჩა გოგლიჩიძეს მწვავე ინფაქტი და შოკი აღენიშნებოდა.

"შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ინფაქტი, სისხლ-ძარღვთა უკმარისობა, კოლაფსი, შოკი.  ეს ნიშნავს იმას, როდესაც წნევა დაცემულია, ამ დროს შესაძლებელია ეს დიაგნოზი დავსვათ, თუმცა როდესაც კარდიოგრამა გადავიღე, გული მუშაობდა. თუმცა კარდიოგრამა რამდენჯერმე გადავიღე და გული მუშაობდა. როდესაც გული მუშაობს, ჩვენ არ გვაქვს უფლება პაციენტი გარდაცვლილად ჩავთვალოთ. გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება და გაწეული იყო  რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტი  სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა წმ.ნიკოლოზის საავადმყოფოში. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა 40 დღის ვადაში დაადგენს",-განაცხადა მამუკა ხურციძემ.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში განმარტავენ, რომ მამაკაცი ნაზარიშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში დახვდათ, არ ისინჯებოდა წნევა, მოხდა მისი გადაყვანა ნიკოლოზის საავდმყოფოში, თუმცა პაციენტი საავადმყოფოს ეზოში უკვე გარდაცვლილი იყო და საავამდყოფომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა