|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის ფასადს დაახლოებით 2 კვირაში გაანათებენ

ქუთაისის ოპერის თეატრის ფასადი დაახლოებით  ორი კვირის ვადაში განათდება- ამის შესახებ "ნიუპრესს" მერიის ახლადშექმნილი ააიპის "ქუთგანათების სერვისი" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა.

"ოპერის თეატრი აქამდე შენობის ფასადის განათებას თავად ახდენდა, შემდეგ კი დაზიანების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეატრი ღამის განათების გარეშე დარჩა. დაახლოებით 2 კვირის ვადაში  ჩვენი სამსახური მოაწესრიგებს თეატრის განათების საკითხს, განათების ხარჯს კი ქუთგანათების სერვისი გაიღებს", -განაცხადა  ააიპი "ქუთგანათების წარმომადგენელმა თეა ჯანგავაძემ.

რაც შეეხება ექვთიმეს ძეგლს, ააიპში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება ძეგლის განათება. შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით 21 თებერვალს "ნიუპრესის" კითხვაზე ქალაქის  მერიაში განაცხადეს, რომ დაზიანებული ნათურები  უახლოეს პერიოდში გამოიცვლებოდა. 

 

 

ექვთიმეს საიუბილეო ღონისძიებები და ჩაბნელებული ძეგლი ქუთაისში

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა