|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.  პრემიერა 27 დეკემბერს, თეატრის გახსნის დღეს დაემთხვევა. ოპერის დირიჟორის რევაზე ჯავახიშვილის განცხადებით, 27 დეკემბერს  ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“მიხედვით დადგუმული სპექტაკლი გაიმართება.

გამორჩეული  სპექტაკლია, დავამთხვიეთ თეატრის გახსნის დღეს, ამ დღეს 49 წლის წინ გაიხსნა თეატრი. გვეყოლებიან მოწვეული სოლისტები, ზოგის დადასტურება მაქვს, ზოგს ვარკვეთ და დასახელებისგან თავს შევიკავებ, მთავარი პარტიების შემსრულებლები მოწვეული მომღერლები იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად შეგვეძლოს მომღერლების და დირიჟორების მოწვევა. ამით ჩვენი თეატრი გამდიდრდება და სიამოვნებასთან ერთად დიდ გამოცდილებას შევიძენთ"-განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა. 

 

"ქვეყანაში ყველა პრობლემა რომ მოგვარდება, თეატრი აღარ იქნება" - რეზო ჯავახიშვილი

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა