|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეგობარი ავარიდოთ ავს" ,- საქველმოქმედო კონცერტიდან 3150 ლარი შემოვიდა

"მეგობარი ავარიდოთ ავს",- ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი - მარათონი გაიმართა. შემოსული თანხა  ქუთაისელი ხელოვანის მამუკა გელხვიიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ღონისძიებიდან  3150 ლარი შემოვიდა. კონცერტზე მონაწილეობა ცნობილმა მუსიკოს-შემსრულებლებმა მიიღეს. საღამოს ორგანიზებას ქუთაისელი მუსიკოს-პროდიუსერი და კულტუროლოგი კოტე მალანია გაუძღვა. 

ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კოტე მალანიას წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა მამუკა გელხვიიძის ანგარიშზე გადაირიცხება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა