|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქუჩებში სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობს {VIDEO]

ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე დაიწყო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაგრძელდება. 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოები ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ განახორციელა.

“სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებთან ერთად, ქუჩების გადარეცხვაში მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკით იყო ჩართული.

სულ ქუთაისის ქუჩებში რვა ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა, რომელიც ქაფის ძლიერი ჭავლით რეცხავდა ქუჩებს.

ქუჩების მორეცხვის პროცესს ესწრებოდა ვიცე მერი დავით ერემეიშვილი. მორეცხვა განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

როგორც“ სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს ისინი ორ კვირაში ერთხელ განახორციელებენ.

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა