|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბაღების პერსონალის გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

ქუთაისის საბავშვო ბაღების  თანამშრომელთა საპროტესტო აქცია დღეს დილიდან გაგრძელდა.  ქალაქის ოთხი საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ბავშვების მიღებაზე უარი თქვეს და სასწავლო პროცესი ჩაშალეს. გაფიცულები ხელფასების მატებას ითხოვდნენ და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებოდნენ.  წინა დღით კი ბაღების  თანამშრომლებმა აქცია მერიის წინ მოაწყვეს.

  საბავშვო ბაღების მასწავლებელთა დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობს საკრებულოს ლეობორისტი დეპუტატიც. სამსონ გუგავა მერიისგან ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარის გამოთავისუფლებას და ბაღების გაერთიანებისათვის დამატებას ითხოვს.   გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გაფიცულ თანამშრომლებს გათავისუფლებით დაემუქრა, უარყოფს ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი. ის აცხადებს, სარეზერვო ჯგუფი ბაღებში იმ მიზნით მივიდა, რომ პროცესი არ ჩაშლილიყო. ამასთან ადასტურებს, რომ მომავალ წელს ბაღების თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა