|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა

5 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში  ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა.
,,რენესანსიდან XX საუკუნემდე“ საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება: ქუთაისში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემები, ლექსიკონები, ბერძნულ-ლათინური ტექსტები (პლუტარქე, პლატონი...), რუსეთის იმპერიაში გამოცემული ლათინური ტექსტები, ლათინურ-არაბული გამოცემები (ყურანი, ლაიფციგი, 1834 წ. აბულ-კასიმ, გრამატიკის ანთოლოგია, 1859 წ. ეთიოპური ქრესტომათია, ლაიფციგი, 1866 წ. მუალაკები, ისლამიმდელი არაბული პოეზიის კრებული, ლაიფციგი, 1850 წ.).
წიგნები ანტონ ლორთქიფანიძის ხელმოწერებით, გოეთეს, შილერის, დიკენსის თხზულებები, ალბომები და  ბიბლიოთეკის განსაკუთრებული საგანძური - მარციალისის პირველნაბეჭდი წიგნი - ,,ორი კომენტარი მარციალისზე“.  წიგნი იშვიათი გამოცემებს მიეკუთვნება. მისი ანალოგები, სავარაუდოდ, დაცულია: ვირჯინიის, ნიუ-იორკის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკებში.
ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილება დაარსდა 2008 წელს. 2017 წლის იანვრის მონაცემებით აქ დაცულია 2 198 ერთეული. განყოფილება დღითიდღე ივსება ძირითად საცავში დაცული უნიკალური გამოცემებით.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა