|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სამსახურების დებულებებში ცვლილებები შედის

ქუთაისის საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა 31 იანვარს გაიმართება.  განსახილველი საკითხები მერიის სამსახურების დებულებების ცვლილებებს უკავშირდება.

ცვლილებები რეოგანიზაცის შესახებ დადგენილებაში შედის, რომელიც  საკრებულომ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. 

 საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, საკრებულომ ნაჩქარევად, კომისიებზე განხილვის გარეშე დაამტკიცა რესტრუქტურიზაციის პროექტი.

"საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოუწევს სამსახურის დებელებებში ცვლილებების შეტანა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც ვამბობდით, რომ ნაჩქარევად, განხილვის გარეშე არ უნდა მომხდარიყო რესტუქტურიზაციის პროექტის დამტკიცება.  ამ დებულებების  კომისიებში განხილვა არ მომხდარა და ერთი თვის თავზე მერიას და საკრებულოს უწევს უკვე ხარვეზების გამოსწორება", -განაცხადა შუშანიამ.

სხდომა თვითმმართველობის შენობის სხდომათა დარბაზში 14 საათზე დაიწყება. 

საკრებულო 11 საკითხს განიხილავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა