|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

სხდომას ესწრებოდა ქალაქის მერი, თუმცა ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა ტარიელ მაკარიძემ წარუდგინა.

ქუთაისის 2018 წლის  ბიუჯეტმა 54 მილიონი შეადგენა.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი არის დაბალანსებული და გათვლილია მოსახლეობის და ქალაქის ინტერესებზე.

ბიუჯეტის დამტკიცების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, მათი თქმით, ნაჩქარევად მიღებული ბიუჯეტის დამტკიცების პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

ბიუჯეტს რეგიონული ფონდიდან 8 მილიონი დაემატება და 62 000 000 გახდება.  

2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს მეორე რიგგარეშე სხდომაზე 19 ხმით დამტკივდა.

ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღვოდა გაურკვევლობა. მერიამ დასამტკიცებლად ის პროექტი წარმოადგინა, რომელიც უკან ქონდა გაწვეული, შესაბამისად, პროექტის განხილვა არ მიმდინარეობდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ბიუჯეტი უკან არ გამოუთხოვია და ორდღიანი განხილვის შემდეგ პროექტი დასამტკიცებლად გამოიტანა.  აღნიშნულს ოპოზიციის უკმაყოფილება და "ნაციონალური მოძრაობის" დემარში მოყვა. 
ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სდომაზე 13 საკითხი დაამტკიცა.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი