|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩია

ქუთაისის საკრებულოში დამატებით 5 შტატი შეიქმნა. ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები ყოველთვიურ 1200 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ.
ქუთაისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა აღნიშნული თანამდებობის პირები. ქუთაისის საკრებულოში ასეთი 4 „ქართული ოცნების“ და ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იქნება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ ელეონორა არჩაია დაინიშნა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე ამირან კოპალეიშვილი იქნება.

დავით წულეისკირი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

„ქართული ოცნება -კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი იქნება,
ხოლო ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ, ვალერი კლდიაშვილი აირჩიეს.

ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების წლიური სახელფასო ხარჯები 72 000 ლარით განისაზღვრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა