|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები აირჩია

ქუთაისის საკრებულომ კომისიების თავმჯდომარეები აირჩია.

 იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვლასი გარდაფხაძე შეირჩა.

საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომისის თავმჯდომარედ კახაბერ ბოჭორიშვილი აირჩიეს.

ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ჭეიშვილი დასახელდა.

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ ოთარ ლორთქიფანიძე წარადგინეს.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მამუკა რიჟამაძე დაინიშნა.

კომისიების შემადგენლობებს საკრებულოს მომავალ სხდომებზე აირჩევენ.

 დღესვე ქუთაისის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია "ქართულ ოცნებას" მარეხი ნიჟარაძე, "ნაციონალურ მოძრაობას" კი  გიგა შუშანია უხელმძღვანელებს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა