|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია, რამაზ ჩხიკვაძემ თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის მოადგილე 11 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და დადებითი პასუხი განმეორებითი ტესტის გაკეთების შემდეგ დადასტურდა, მას კონტაქტები არ ჰქონია.

საკრებულოს აპარატი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი