|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა.

ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" გამოსული წევრების საფუძველზე შეიქმნა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორები" და ფრაქცია "ქართული ოცნება- მრეწველები".

 ფრაქციის "ქართული ოცნება -კონსერვატორები" შემადგენლობაში არიან ნანა კოსტავა, ნიკა ლატარია და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ფრაქციის თავმჯდომარე ნანა კოსტავაა.

ფრაქციის "ქართული ოცნება- მრეწველები" შემადგენლობაში არიან დავით წულეისკირი, ლაშა გვენეტაძე და მამუკა რიჟამაძე.

ფრაქციას ლაშა გვენეტაძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარეებს დაენიშნებათ ამ თანამდებობისათვის განკუთვნილი სახელფასო სარგო. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა