|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს სახელფასო ხარჯები იზრდება

ქუთაისის საკრებულოში ანაზღაურებად დეპუტატთა რაოდენობა იზრდება. მერის მოადგილის იუზა უგლავას განცხადებით, სახელფასო ხარჯების ზრდა ახალი შტატების დამატების გამო ხდება.

მისივე თქმით, საკრებულოს ბიუჯეტი 1 320 000 ლარიდან 1 860 000 ლარამდე იზრდება, რაც ახალ შტატებზე გადანაწილდება.

ახალი დებულებით, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილის შტაბი შეიქმნა.

ქუთაისის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა და შესაბამისად, ხუთი შტატის დამატება მოხდება.  თითოეულის ხელფასი 1 200  ლარი იქნება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა