|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში ვაკანტურ პოსტებზე კანდიდატურების შერჩევა 11 იანვარს გაიმართება

ქუთაისის მერიის პარალელურად, ახალი თანამშრომლების შერჩევა ქუთაისის საკრებულოში მიმდინარეობს. 

საკრებულოში განმარტავენ, რომ მოხდა განყოფილებების გაყოფა და ცალკე განყოფილებების შექმნა, თუმცა შტატების რაოდენობა არ გაზრდილა.

მათივე ინფორმაციით, 3  პოზიციაზე ადგილი ვაკანტური ყოფილი თანამშრომლების წასვლის შემდეგ გახდა. საკრებულოს ინფორმაციით, 5 პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა 29 დეკემბერს მოხდა, ძირითად ვაკანსიებზე კი გასაუბრება 11 იანვარს გაიმართება.

ქუთაისის  საკრებულოს აპარატში პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  ღია და დახურული კონკურსი 14 დეკემბერს  შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე  გამოცხადდა: ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი,  მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში), ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში).

კანდიდატთა შერჩევა გასაუბრების გზით მოხდება.

გამარტივებული კონკურსის ფორმით კანდიდატთა შერჩევა 29 დეკემბერს შემდეგ პოზიციებზე მოხდა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის რეფერენტი - 1 პოზიცია; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე - 2 პოზიცია; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მძღოლი - 2 პოზიცია.

 

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ვაკანსიები გამოცხადდა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა