|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა 2018-2019 წლებზე გაიწერა და იმ პროექტებს მოიცავს, რომლებიც საბჭოს მეთვალყურეობით განხორციელდება. გეგმა ოთხპუნქტიანია და მათი შესრულება ორი წლის განმავლობაში მოხდება. 

გენდერული საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თანაშემწის განცხადებით, მოხდება გეგმის შესრულების მონიტორინგი.

"გეგმა არის ოთხბლოკიანი. პირველი არის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება,  ეს არის მიღებული პრაქტიკა, რომ გაძლიერდნენ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები, რომ საბჭოს გაუიოლდეს თანამშრომლობა გენდერულ საკითხებზე. მეორე არის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირება, ამისთვის გაწერილია სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება საბჭოს მიერ. ეს პრინციპები იქნება ინდიკატორი იმის, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას ერთი წლის თავზე შეეძლოს, შეაფასოს მომდევნო ბიუჯეტი რამდენად არის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით გენდერულად მგრძნობიარე. მესამე არის საგანამანათლებლო  ნაწილი, იგივე ახალგაზრდულ პროექტებში, როგორ აისახება გენდერული თემების წახალისება, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ თემების პილოტირება და მეოთხე - არის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სფერო, როგორ ავსახავთ სოციალურ საკითხებში გენდერულ პარამეტრებს"-განაცხადა ანა შალიკიანმა.

მისი თქმით,  ბიუჯეტის ფორმირებასა და აღსრულებაზე  პასუხისმგებელი იქნება მერია,  რაც შეეხება სხვა საქმიანობას, გენდერული საბჭო სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით იმუშავებს.

საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს შემადგენლობაში არიან საკრებულოს  წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა