|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგე აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდას ითხოვს.

დაცვის მხარე კი ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

დავით ხუციშვილი 29 მაისის ინცინდენტზე გუშინ დააკავეს.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტების მხარდამჭერის დაკავებას საყვირებით აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მათ წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი