|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შედეგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო"-გოგი წულაია

საარჩევნო ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს.

 გაერთიანების წარმომადგენლები უბნების გადათვლას ითხოვენ. გოგი წულაიას განცხადებით, კანდიდატის და პარტიის ხმები ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, თუმცა მისი შემთხევა გამონაკლისია, ამიტომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უბნების ხელახალი გადათალა.

 "რაიმე შედეგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო და ყველა ინსტანციაში მივიდე. ეს არის მურუსიძის სახელობის სასამართლო და არაფერი აქვს საერთო სამართალთან",-განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა