|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტს რამდენიმე უწყება სწავლობს

ქუთაისის #30-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლობს. სკოლაში ბავშვის ცემის ფაქტზე უკვე დაიკითხენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კონკრეტულ  დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. 

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ ფაქტი სკოლის მიმდებარე ტერიტორააზე მოხდა, მათივე ინფორმაციით,  მოქალაქე, რომელსაც მშობელი შვილის ცემას ედავება, სავარაუდოდ,  სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენელია. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მომხდარზე ოჯახს მათთვის არ მიუმართავს, თუმცა საქმის შესწავლა მაინც დაიწყეს.

"ოჯახმა მიმართა შსს-ს და სახალხო დამცველის აპარატს, მაგრამ მას ჩვენთვის არ მოუმართავს, მიუხედავად ამისა, მაინც დავიწყეთ მოკვლევა, რაც შეეხება, არის თუ არა ჩვენი თანამშრომელი ამ ფაქტზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ფაქტზეც მიმდინარეობს მოკვლევა", -განაცხადა ბაია ცანავამ.

საქმის შესწავლა დაიწყეს სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნული მოქალაქე შშს-ს რომელიმე უწყების წარმომადგენელი არ არის. 

შეგახსენებთ, ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის მშობლის თამარ ქემოკლიძის ინფორმაციით,  მისი შვილი კლასელის მშობელმა ცემა. მშობლის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციელია, მისი შვილის კლასელის მშობელია. როგორც მშობელი აცხადებს, ბავშვების დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა.

ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა