|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ერთმანეთს "რეგიონები" და "თბილისი" უპირისპირდება

ქუთაისის სპორტის სასახლეში „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ მიმდინარეობს. კალათბურთში ერთმანეთს "რეგიონისა" და თბილისის გუნდები ხვდებიან. შეხვედრა 16 სთ- ზე დაიწყო.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრების მიერ  შეირჩნენ.

"ოლ სტარის" სათადარიგო მოთამაშეები კი მწვრთნელებმა დაასახელეს.

ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე