|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში" - დავით ბახტაძე

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური დრამატურგის პიესის პრემიერა გაიმართა. მარტინ მაკდონაჰის ფსიქოლოგიური დრამა "ლინეინის სილამაზის დედოფალი" ქუთაისში მოწვეულმა რეჟისორმა დავით ბახტაძემ დადგა. 

 დავით ბახტაძემ ქუთაისის თეატრში პირველად იმუშავა. მისი თქმით, მსახიობებმა პიესის პრობლემატიკა "გულებში გაატარეს".

 "ქუთაისის თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არაა, მართლაც ასეა.  მე ვიცოდი გადმოცემით ამის შესახებ და თვითონაც დავრწმუნდი, რომ ძალიან მაღალი დონის თეატრია, მაღალი კულტურის და პროფესიონალიზმის. ძალიან კარგი მსახიობები არიან, მართლაც თავიანთ გულებში გაატარეს ის პრობლემატიკა, რაც ამ პიესაშია", -აღნიშნა რეჟისორმა. 

მისი თქმით, პიესაში არსებული საკითხები გარკვეულწილად ეხმიანება საქართველოს პრობლემატიკასაც.  

 სპექტაკლში თეატრის სხვადახვა თაობის მსახიობები ნანი ჟორჟოლიანი, სოფიო ჩირაძე, გელა ებანოიძე, გიორგი შალამბერიძე, იოანე (თორნიკე) იმედაძე მონაწილეობენ.

სპექტაკლის პრემიერა 6 და 7 აპრილსაა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა