|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლა 2019 წელს დაიწყება"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამავე დროს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებს, განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, სწავლა 2019 წელს უნდა დაიწყოს.

„აპრილში დაიწყება ადგილზე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, თუმცა აკადემიურ სფეროში მიმდინარე სამუშაოები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მიუნხენის უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობთ პროგრამებზე, დღეს უკვე ცნობილია, რომ გვექნება მენეჯმენტის ფაკულტეტი, გვექნება მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, გვექნება განათლების მიმართულება, რომელიც გარდა იმისა, რომ სტუდენტებს მოამზადებს, იმუშავებს პედაგოგების გადამზადებაზე. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, სწავლა დავიწყოთ 2019 წელს“, - განაცხადა თემურ მურღულიამ.
 
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებელობა ორი წლის წინ დაიწყო და ამ დროისტის ადგილზე მხოლოდ მიწის გაწმენდა და ქვაბულის მშენებლობა მოხდა.
 
 
bm.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა