|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაფინანსება ხდება საჭიროებებისა და პროგრესის მიხედვით, არა ერთბაშად გადარიცხვით"-"ქართუ ჯგუფი"

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ბიძინა ივანიშვილმა მილიარდი ევრო გადარიცხა, -ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფული დაირიცხა ბანკში და ინვესტორი ამ ფულის უკან დაბრუნებას ვერ შეძლებს. ეს კი არის გარანტია იმისა, რომ აუცილებლად აშენდება პროექტი.

„ქართუ ჯგუფში“ „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავენ, რომ მათთვისაც გაურკვეველია, საიდან და რატომ გავცელდა, ან რას ნიშნავს ეს ინფორმაცია.

"საეროდ არ გვესმის რას ნიშნავს გადაირიცხა, სად, რატომ, რისთვის? დაფინანსება ხდება საჭიროებებისა და პროგრესის მიხედვით, არა ერთბაშად გადარიცხვით. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა როგორც გადარიცხვის, ასევე იმის შესახებ, თითქოს უნივერსიტეტის მშენებლობისთვის თანხის გადარიცხვა  არ დასტურდება", -აცხადებენ "ქართუ ჯგუფში". 

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად ქვაბულის ამოთხრის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა