|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" დღეს ერთამენთს დაუპირისპირდებიან

ქუთაისის"ტორპედო" და თბილისის "დინამო" დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ფეხბურთში საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჯგუფური შეხვედრები მთავრდება.  შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.
 საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილენი ვადამდე გამოვლინდნენ. თეთრი და წითელი ჯგუფების გამარჯვებულები, შესაბამისად „ჩიხურა“ და “სამტრედია“ გახდნენ. მათ შორის საუკეთესო პირველად დაიდგამს ქვეყნის ჩემპიონის გვირგვინს.
„ტორპედო“ ჯგუფურ სტადიის ფინიშს ქვეყნის თასის მფლობელის რანგში ხვდება.  მასპინძლებისთვის ეს თამაშიც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. წარმატების შემთხვევაში ისინი ჯგუფში ორი სხვა პარალელური მატჩის შედეგის მიუხედავად, გარანტირებულად გავლენ მე-3 ადგილზე და ბრინჯაოს მედლებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.

გარდამავალ სეზონში ტორპედოელებმა ორი შეხვედრა გამართეს „დინამოსთან“ და ორივე თბილისში. ჩემპიონატის მატჩში ფრე (0:0) აღინიშნა, თასის გათამაშების ნახევარფინალი კი “ტორპედოს“ გამარჯვებით (3:2) დასრულდა.
შეგახსენებთ, აქამდე ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ ეროვნულ ჩემპიონატებში 62-ჯერ არიან შენახვედრი ერთმანეთს. სათამაშო ბალანსში დინამოელთა უპირატესობაა. მათ 31 მატჩი მოიგეს და 15 წააგეს, 16 დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება - 107:60.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა