|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი გახდა

ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალური შეხვედრა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ჩატარდა, რომელიც ტორპედოელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ისტორიაში მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი.

თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. საჯარიმო დარტყმის შემდეგ მარტვილელთა კარში თავური დარტყმით ბურთი გიორგი გურულმა გადაგზავნა -0:1.
36-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. "მერანმა" სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე მოახერხა. გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა.

"ტორპედოელებს" გამარჯვებას ულოცავს ქუთაისის მერი. "ამ გამარჯვებას  ვულოცავ ყველას, პირველ რიგში ჩვენს ქალაქს. წარმოუდგენელი სიხარული მიპყრობს ამ დიდი გამარჯვების გამო. ,,ტორპედომ" ბევრ კრიტიკას გაუძლო და საბოლოოდ შედეგი დადო! ქუთაისი ისტორიის მანძილზე მესამედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ეს მართლაც, რომ საამაყო რამ არის. მახარებს ისიც რომ ამით ჩვენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ."-აცხადებს შოთა მურღულია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა