|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო", შესაძლოა, ზაალ ჩაჩავამ დატოვოს

ორი წლის წინ აუქციონზე შეძენილი ქუთაისის "ტორპედო", შესაძლოა, ზაალ ჩაჩავამ დატოვოს. გადაწყეტილება დღეს გახდება ცნობილი.

გუნდის პრეზიდენტი დღეს ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას ქუთაისში ხვდება. "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ ჩაჩავა გადაწყვეტილებას დღეს გააცნობს.

"პრობლემები არის და ველოდებით გადაწყვეტილებებს. ზაალ ჩაჩავა დღეს გვეტყვის, რჩება გუნდში, თუ ტოვებს. იტყვის, ახერხებს თუ არა გუნდის შენახვას. თუ არა, ალბათ, გუნდი დაელოდება ახალ სპონსორს. რეალური ვინმე ამ ეტაპზე არაა, არის საუბრის დონეზე. იმედია, ასე არ მოხდება და ზაალ ჩაჩავა გააგრძელებს საქმიანობას, დაველოდოთ"-განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

გუნდში ფინანსური პრობლემები თვეებია, არსებობს. ფეხბურთელებმა  ადმინისტრაციას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა. 

"ტორპედომ" ბოლო თამაში გუშინ გამართა და "ლოკომოტივს" 3:1 მოუგო.

 

 

ზაალ ჩაჩავა "ტორპედოდან" წავიდა?

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა