|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" გასაყიდად აუქციონი განმეორებით გამოცხადდა

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე მეორედ გავიდა. გუნდის საწყისი ფასი განახევრდა და 295 000 ლარი შეადგინა. თანხის განახევრება, პირველ ჯერზე ჩაშლილმა აუქციონმა გამოიწვია. როგორც ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ განმარტა, გუნდის ღირებულება მაღალი იყო, რის გამოც ვერ მოხდა გაყიდვა.
გუნდი ქონების გარეშე იყიდება, რაც მისით დაინტერესების შანსს ამცირებს.
აუქციონის ვადა 16 ივნისს იწურება. ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი.

ქუთაისის "ტორპედოს" ფასი განახევრდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა