|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელად ალექსანდრ შტელინი წარადგინეს

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინეს. აღნიშნული პოსტი მეორედ ალექსანდრ შტელინმა დაიკავა.  შტელინი 2002–2003 წლებში უკვე იყო "ტორპედოს" მთავარი  მწვრთნელი.  მისი მწვრთნელობის დროს გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია. თანამდებობა 2003 წელს ფინანსური  პრობლემების გამო დატოვა.

"ტორპედოს" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,  ის კვლავ იქნა მოწვეული. შტელინის განცხადებით, ჯერ არ იცის რა ცვლილებას საჭიორებს გუნდი და ეს რამდენიმე თამაშის შემდეგ გახდება ცნობილი.

ალექსანდრ შტელინის დაბრუნებას დადებითად აფასებს ქუთაისის მერი.  შოთა მურღულიას განცხადებით, წელს "ტორპედოს" კარგი შედეგი არ ჰქონდა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ გუნდზე მფარველობა ქალაქმა აიღო, საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავურიცხეთ,  მილიონნახევარს ცდება ეს თანხა. ჩვენი მიზანია გუნდი შევუნარჩუნოთ ქალაქს. წელს არ გვქონდა კარგი შედეგი.  ვიმედოვნებთ, რომ ახალი მწვრთნელის პირობებში "ტორპედო" საპატიო ადგილს დაიჭერს. ამასთან ერთად ვცდილობთ ინვესტორი და სპონსორი მოვიძიოთ", –განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, ყურადღება ექცევა ბავშვთა ფეხბურთს,  რისთვისაც ბიჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.

"უნდა განვავითაროთ ბავშვთა ფეხბურთი. ამისათვის გამოიყო 300 000 ლარი.  ეს თანხა უნდა მოხმარდეს ბავშვებს, რადგან ისინი კარგ სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ და ამით უნდა შეივსოს მომავალში გუნდი"–განაცხადა მურღულიამ.

ხვალ "ტორპედო" საკუთარ მოედანზე თბილისის  "დინამოს" დაუპირისპირდება. ალექსანდ შტელინის განცხადებით, ამ ეტაპზე კარგი შედეგი თამაშის ფრედ,  ერთით–ერთი დასრულება იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა