|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოსთვის" გადამწყვეტი მატჩი დღეს გაიმართება

ეროვნული ლიგის ფინალი დღეს 17:00 საათზე თბილისში,  "დინამო არენაზე" გაიმართება. არენაზე ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდება.
მატჩს "ტორპედოსთვის" გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში საფეხბურთო კლუბი ჩემპიონი გახდება.
თბილისის "დინამოს" გამარჯვებისთვის ფრეც აკმაყოფილებს, ხოლო "ტორპედომ" თასის მოსაპოვებლად დღევანდელი მატჩი გამარჯვებით უნდა დაასრულოს. 


ს.კ "ტორპედო" ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბოლოს 2002 წელს გახდა. 


 

ამ თემაზე: ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა

ავტორი: ხატია ბანძელაძე