|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ვიცე-მერს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს"-ქუთაისის მერია

 ქუთაისის ვიცე მერ გიორგი იობაშვილს და მის მეუღლეს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს - განაცხადეს ქუთაისის მერიაში ნიუპრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის პასუხად.

"მერის ქუთაისის ვიცე მერ გიორგი იობაშვილს და მის მეუღლეს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს. ბინები გასულ წლებში მშობლების სახელზე იყო რეგისტრირებული, მოგვიანებით კი ვიცე მერისა და მისი მეუღლის სახელზე გაფორმდა,  მათ შორის  თბილისში არსებული 2 ბინაც, რომელიც მათ სახელზეა რეგისტრირებული. აღნიშნული ბინები იობაშვილის ოჯახს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეუსყიდია. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი დეტალურად ნახვა",-განაცხადეს მერიაში.

შეგახსენებთ, როგორც ქუთაისის ვიცე მერის გიორგის იობაშვილის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახი 5 ბინის მფლობელია, აქედან 4 ბინა მათ აჩუქეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა