|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე მერად ნინო თვალთვაძის კანდიდატურა განიხილება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ერთ-ერთი ვიცე მერი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" კოორდინატორი ნინო თვალთვაძე იქნება.

ინფორმაციას ქალაქის მერიაში ადასტურებენ. მათი თქმით, თვალთვაძე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. ქუთაისის სამ ვიცე მერს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია 1 დეკემბერს დაასახელებს. 

ვიცე მერის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, ნინო თვალთვაძე ქალაქის პირველი ქალი ვიცე მერი იქნება.  ის წარსულში "ახალგაზრდა იურისტების" ქუთაისის ორგანიზაციაში საქმიანობდა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე