|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

2017 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით  48% ით გაიზარდა,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესს" ქუთაისის ტურისტულ ცენტრში განუცხადეს. ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისს 10 644 ვიზიტორი სტუმრობდა.  

ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ ცენტრს რამდენიმე სიახლე აქვს.

ერთ-ერთი სიახლე ტურისტული ცენტრის ვებგვერდი იქნება. „ტურისტული ცენტრის ვებგვერდის შექმნა მალე დასრულდება, ასევე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჯერჯერობით სიუპრიზად დავტოვებთ“, -აცხადებს მარი დევიძე.

მისივე თქმით, ტურისტული ცენტრის მისაღების უკეთესად მოწყობაც იგეგმება.
„იმისთვის, რომ ტურისტებმა თავი უკეთ იგრძნონ და მომსახურებაც უფრო კომფორტული გახდეს, პირველი სართულის მოწყობა იგეგმება, რაზეც დიზაინერები უკვე მუშაობენ.“

ტურისტული ცენტრის წარმომადგენლები 2017 წლის მანძილზე მივლინებით სამ ქვეყანას ყაზახეთს, რუსეთსა და იაპონიას სტუმრობდნენ, სადაც ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია, ასევე ლოგო, სლოგანი, საინფორმაციო ბუკლეტები და რუკები წარადგინეს.
„ტურისტების მოსაზიდად და ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორიოს ტურისტულ გამოფენებზე უკეთესი არაფერია. ჩვენ სამ ქვეყანაში წარვადგინეთ ჩვენი ქალაქი, რაც სამომავლო ხელს მის პოპულარიზაციას შეუწყობს“, -აღნიშნა დევიძემ.

 

გასული წლისა და წლევანდელი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
2016 წელი

იანვარი        202 ვიზიტორი
თებერვალი   190 ვიზიტორი
მარტი          269 ვიზიტორი
აპრილი        475 ვიზიტორი
მაისი           641 ვიზიტორი
ივნისი         734 ვიზიტორი
ივლისი      1241 ვიზიტორი
აგვისტო     1512 ვიზიტორი
სექტემბერი 1199 ვიზიტორი

2017 წელი

იანვარი        234 ვიზიტორი
თებერვალი   214 ვიზიტორი
მარტი          399 ვიზიტორი
აპრილი        820 ვიზიტორი
მაისი           964 ვიზიტორი
ივნისი        1084 ვიზიტორი
ივლისი       1861 ვიზიტორი
აგვისტო      2254 ვიზიტორი
სექტემბერი  1673 ვიზიტორი

ოქტომბერი  1141 ვიზიტორი

 

ამ თემაზე: ქუთაისის ტურისტული ცენტრის მომსახურებით 3 715-მა ტურისტმა ისარგებლა

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა