|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ქუთაისის ყინულის მოედანს გიორგი დვალიშვილი უხელმძღვანელებს

ქუთაისის ყინულის მოედანს ახალი ხელმძღვანელი ყავს. 

ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების  მმართველმა კობა ფხაკაძემ, დღეს ყინულის მოედნის თანამშრომლებს ახალი უფროსი გიორგი დვალიშვილი წარუდგინა.

გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით,  გიორგი დვალიშვილი, 1991-1998წწ. სარაგბო კლუბ ,,აია"-ს მოთამაშე იყო. ის საქართველოს ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია. 2001-2011წწ. შ.პ.ს ,,სამგორ-მშენის" მენეჯერად მუშაობდა. 2011-2012 წლებში ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრის თანამშრომელი იყო. 2013-2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით კი თავდაცვის სამინისტროს, ლოჯისტიკის ცენტრის თანამშრომელი.

ყინულის მოედნის დირექტორის თანამდებობა 2 თვე ვაკანტური იყო. ყოფილმა უფროსმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ავტორი: ნიუპრესი